ლისი თაუნჰაუსი - Console | კონსოლი
Skip to content Skip to footer

ლისი თაუნჰაუსი

ჩვენი სამშენებლო კომპანია მუდმივად ითვალისწინებდა მოქალაქეთა მხრიდან წამოსულ მოთხოვნებს.
შესაბამისად, საცხოვრებელი სივრცე, რომელიც სუფთა ჰაერზე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში და ამავდროულად ქალაქის შუაგულში იქნებოდა, ყოველთვის იყო #1 დაკვეთა.

ამ დაკვეთაზე ყველაზე ოპტიმალური პასუხი კი ლისის მიმდებარე ტერიტორია იყო, რომელიც ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით უალტერნატივოა.

ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ისეთი კონცეფციის მქონე კომპლექსი, რომელიც მობინადრეებს გაუცხოების ნაცვლად, რასაც მრავალმაცხოვრებლიანი კორპუსები იწვევს, ერთ დიდ ოჯახად აქცევდა.

ასე შეიქმნა ლისი თაუნჰაუსი – ურბანული ვილა 10 საცხოვრებელი სივრცით, რომლის მშენებლობაც უკვე დასრულებულია და პროექტი ექსპლუატაციაშია შესული.

აპარტამენტები ჩაბარდება მწვანე კარკასით, რაც მოიცავს შავი ალუმინის კარ-ფანჯარას, გათბობის ყველა წერტილს, სრულ ელექტროობას.

კომპლექსი ითვალისწინებს პარკირების სივრცეებს და მისი შეძენა ცალკეულადაც არის შესაძლებელი, თუმცა, საცხოვრებელ კომპლექსთან, გზისგან იზოლირებულ ადგილას, არის 15 მანქანაზე გათვლილი უფასო საპარკინგე ადგილი. 

კორპუსის გარე ფასადი მოპირკეთდება თერმულად დამუშავებული აკაციის ხის მასალით, ტრავერტინით, საფასადო აგურით.

კორპუსის ირგვლივ დაირგო ხეები და ბალახი, გაიმართა სარწყავი სისტემაც.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, კორპუსს ყავს ცოცხალი დაცვა და ვიდეო მონიტორინგი.

ლისი თაუნჰაუსში აპარტამენტის შეძენა მოქნილი პირობებით არის შესაძლებელი.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით და ჩვენი გაყიდვების გუნდი დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.

მისამართი: 

ლისი, ცაცხვების VIII შესახვევი

გაზიარება:

Leave a comment

© 2025 Console.ge